|
2022-10-06 17:53:31, 1534 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ახალ ტერიტორიებზე ვითარება დასტაბილურდება
ახალ ტერიტორიებზე ვითარება დასტაბილურდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" იუწყება, პუტინმა კონკურსის - "წლის საუკეთესო მასწავლებლის" ლაურეატებსა და ფინალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალ ტერიტორიებს მშვიდად განვითარების შესაძლებლობა ექნება. "ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება. შევძლებთ, მშვიდად განვავითაროთ ეს ტერიტორიები და დაგეხმარებით მთლიანად ქვეყნის გაძლიერებაში. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ", - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით მოაწყეს. 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. იმავე დღეს, კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა ანექსიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ, ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი. 4 ოქტომბერს კი, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)