|
2022-10-06 15:31:34, 1665 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა
„2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 21.3%-დან 17.5%-მდე, ხოლო 2019 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ასევე 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, სიღარიბე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მისი დაძლევის რეალისტური გზა არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. „ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს. მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გამოხატულია, მათ შორის, ჩვენს ერთგულებაში რეფორმების მიმართ და იცით, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველომ 3 წლიანი, ე.წ. „Stand-By arrangement" რეჟიმით სავალუტო ფონდთან დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 280 მლნ. აშშ დოლარის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ეს დაჭირდა, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვართ რეფორმების ერთგულნი - განსაზღვრულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)