|
2022-10-05 16:41:56, 1732 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სანქციების მერვე პაკეტში რუსეთის ნავთობის ფასზე ლიმიტს აწესებს
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ექსპორტზე ფასის ლიმიტს დააწესებენ. შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც მოსკოვი უკრაინის ნაწილების უკანონო ანექსიაში გადავიდა. 27 ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ სანქციების ახალ პაკეტს, იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯები დარტყმას მიაყენებს რუსეთის ნავთობის შემოსავალს. „პაკეტი შეიცავს: რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვას მესამე ქვეყნებში ნავთობის ფასის ლიმიტის ზემოთ და დაკავშირებული სერვისების აკრძალვას“, - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის განცხადებაში Twitter-ზე. პაკეტში შემავალი სხვა ზომები მოიცავს რუსული საქონლის, მათ შორის სიგარეტის, ფოლადის ნაწარმის, ქაღალდის, მანქანების და სხვა საქონლის შეზღუდვების გაფართოებას. ასევე აიკრძალება IT, საინჟინრო და იურიდიული მომსახურების მიწოდება "რუსულ სუბიექტებზე". პაკეტი ჯერ კიდევ უნდა გაიაროს საბოლოო დამტკიცების პროცესი. თუ წინააღმდეგობა არ იქნება, სანქციები გამოქვეყნდება და ძალაში ხუთშაბათიდან შევა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)