|
2022-10-05 16:07:50, 1361 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი მოითხოვს, რუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისგებისთვის, სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, რუს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს გაასამართლებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ზელენსკიმ სპეციალური ტრიბუნალის შესახებ განცხადებით პარიზში მიმდინარე კონფერენციის - „ომი და სამართლის“ მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა დაისაჯნონ. „ჩვენ პასუხისგებაში უნდა მივცეთ ისინი, ვისი გადაწყვეტილებითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ისინი, ვინც თავდაპირველი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული, რომელშიც თავმოყრილია ის ბოროტება, რაც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიდინეს. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუციური საფუძველი, რომ დანაშაულისთვის რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას პასუხი აგებინოს... უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რათა დაისაჯონ ისინი, ვისზეც, სამწუხაროდ, არ მიუწვდება ხელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტს", - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობა შეაქო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)