|
2022-10-05 12:54:41, 1483 ნახვა
მსოფლიო
„თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი” - რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაქცევას ადასტურებს
რუსმა ჟურნალისტმა მარინა ოვსიანიკოვამ დაადასტურა, რომ ის შინაპატიმრობიდან გაიქცა. მისი თქმით, თავს სრულიად უდანაშაულოდ თვლის და უარს ამბობს 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებული აღკვეთის ღონისძიების შესრულებაზე. „თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი და რადგან ჩვენი სახელმწიფო უარს ამბობს საკუთარი კანონების დაცვაზე, უარს ვამბობ 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებული აღკვეთის ღონისძიების შესრულებაზე და გათავისუფლდი მისგან",- წერს ოვსიანიკოვა. შეგახსენებთ, ოვსიანიკოვა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მარტში გახდა, როდესაც მან ხელი შეუშალა პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობას ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.იგი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მარტის პროტესტის შემდეგ, ოვსიანიკოვამ გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაში. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის რუსეთში ბრუნდებოდა შვილების მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად. ამასთან, გუშინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)