|
2022-10-04 18:22:55, 1473 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში კვლავ ადანაშაულებენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს კვლავ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, 21:30-დან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და მაღალკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ქმედებები მიიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 3-4 ოქტომბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს. მათივე ცნობით, მიიღეს საპასუხო ზომებიც. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 207, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 79 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამასთან, 6 სექტემბერს, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)