|
2022-10-04 17:03:31, 4373 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ
რუსეთის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ბერბოკის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ემუქრება. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი მსგავს მუქარას მიმართავს. ისინი უპასუხისმგებლოები არიან და ჩვენ მათ სერიოზულად უნდა მივუდგეთ", - ამბობს ბერბოკი და დასძენს, რომ ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ასევე შანტაჟის მცდელობაა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“. The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)