|
2022-10-04 15:41:42, 1180 ნახვა
მსოფლიო
The Times - პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნული ნაბიჯით აპირებს, აჩვენოს მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით. The Times-ის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც ცენტრალური რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდება, ეკუთვნის რუსეთის არმიის მე-12 მთავარ დირექტორატს, რომელიც მართავს ცენტრალური ბირთვული იარაღის შესანახ ობიექტებს. პოლონელი სამხედრო ანალიტიკოსის, კონრად მუზიკას განცხადებით, აღნიშნული მატარებელი პასუხისმგებელია ბირთვულ იარაღზე, მის შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და შესაბამისი დანაყოფებისთვის გაცემაზე. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)