|
2022-10-04 14:21:12, 1071 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკომ ოფიციალურად აღიარა ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში
ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ჩართულია „რუსეთის სპეცოპერაციაში“, მაგრამ ამავდროულად, დიქტატორმა უკრაინაში ბელორუსი ჯარისკაცების გაგზავნაზე უარი თქვა. როგორც ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ბელარუსი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახდენს. "რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ არავის არ ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს. მეორე, იმისთვის, რომ არ დაუშვან ბელარუსზე დარტყმა პოლონეთის, ლიტვის და ლატვიის სპეცოპერაციის საფარქვეშ. როგორც ვთქვი, ბელორუსის ტერიტორიიდან არავინ არ ესვრიან რუსებს ზურგში. აქ არის ჩვენი მონაწილეობა. “- განაცხადა ბელარუსის დიქტატორმა. ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსი რუსეთიდან მობილიზებული 20 000 -ის განლაგებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)