|
2022-10-04 11:22:56, 1060 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმები“ აღიარა
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმები“ აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეფერენდუმები ჩატარდა გაეროს წესდების შესაბამისად, „ჩვენ პატივს ვცემთ მოქალაქეების ნებას, რომლებსაც სურდათ რუსეთთან გაერთიანება და მხარს ვუჭერთ რუსეთის მთავრობის პოზიციას ამ რეგიონების შეერთების შესახებ. რეფერენდუმები ჩატარდა გაეროს წესდების შესაბამისად, რომელიც იცავს ადამიანთა თანასწორობის პრინციპებს და მათ თვითგამორკვევის უფლებას, ლეგიტიმური პროცედურების შესაბამისად, რამაც შესაძლებელი გახადა ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის მცხოვრებთა ნების ასახვა“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 30 სექტმებერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)