|
2022-10-04 11:02:13, 1356 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია Pallecarte ექსპორტზე გადის
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით თბილისს ქართული წარმოების მამაკაცის ტანსაცმლის ახალი ბრენდი შეემატა. პროექტის ჯამური ღირებულება 120 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 40 000 ლარს შეადგენს. “Pallecarte მომხმარებელს მამაკაცის ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. ასევე, რამდენიმე კვირაა, რაც მაღაზიას ფეხსაცმელების კოლექცია შეემატა. საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მიუხედავად დიდი ინტერესისა, მამაკაცის ტანსაცმლის არჩევანი შეზღუდულია. სწორედ აქედან გაჩნდა იდეაც - გაგვეკეთებინა მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზია, სადაც იქნებოდა კლასიკურ-ყოველდღიური სტილი (ე.წ. Casual Elegance). ჩვენს პროდუქციას ელეგანტურობასთან ერთად აქვს ის კომფორტი, რაც ყოველდღიურ სამოსს ახასიათებს. ამ იდეის განხორციელებაში ჩვენი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი - „საქართველოს ბანკი“ დაგვეხმარა. კომპანიამ ბანკის ფინანსური რესურსით ქსოვილები, საკერავი მანქანები და სხვადასხვა საჭირო მასალა შეიძინა. სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი კოლექციის დამატებას, როგორც არჩევანში, ასევე რაოდენობაში. მაღაზიასთან ერთად ასევე ფუნქციონირებს სამკერვალო სალონი, რომელიც კოლექციების გარდა მომხმარებელს, სასურველი ქსოვილისა და მასალებისგან სამოსის შეკვეთას სთავაზობს. ვფიქრობთ გავიდეთ ექსპორტზეც, რადგან ჩვენი სამოსის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს ყაზახეთთან და გერმანიასთან,” - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა, უჩა ხმიადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)