|
2022-10-03 16:21:28, 1534 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის რეგიონების ანექსიას ერთხმად დაუჭირა მხარი
რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას 413-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს ოლქის – 409-მ, ხოლო ხესონის – 411-მა. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა. შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის ოლქებში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებთან გაფორმდა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა. ცნობისთვის, ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)