|
2022-10-03 12:20:34, 1118 ნახვა
მსოფლიო
პეტრეუსი - თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, აშშ რუსეთის ჯარებს გაანადგურებს
თუ ვლადიმერ პუტინი ატომურ იარაღს გამოიყენებს, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში", - ამის შესახებ CIA-ს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა. პეტრეუსის თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საფრთხე რუსეთის შავი ზღვის ფლოტსაც დაემუქრება. "ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ატომურ ესკალაციას შესაბამის პასუხს გასცემენ. ბოლო 7 თვის განმავლობაში, უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი უკეთესად მობილიზდნენ, ვიდრე რუსეთი. უკრაინის არმია უკეთესად აღჭურვილი და გაწვრთნილია. ფაქტია, რომ უკრაინის არმია უფრო ეფექტურია, ვიდრე რუსული არმია. აქ დიდ როლს თამაშობს აშშ-ისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა", - აცხადებს CIA-ს ყოფილი დირექტორი. მისივე თქმით, უკრაინაში ვლადიმერ პუტინი მარცხდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)