|
2022-10-03 11:54:49, 1161 ნახვა
მსოფლიო
ბორის ჯონსონს ახალი თანამდებობა აქვს - ის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიულ პარტიაში ახალი თანამდებობა დაიკავა. ის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს. როგორც გამოცემა The Guardian-ი იუწყება, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ უიტინგდეილმა ბრიტანელი კონსერვატორების კონგრესზე თავისი მემკვიდრე დაასახელა. მისი თქმით, გადაწყვეტილება აშკარაა, რადგან ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, ვინც უკრაინას დაუჭირა მხარი. "ბევრად ყველაზე აშკარა და ყველაზე ღირსეული ადამიანი ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რადგან ის იყო პირველი ადამიანი, არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მთელ დასავლურ სამყაროში, რომელიც ასე მტკიცედ გამოვიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად", - განაცხადა უიტნგდეილმა. განაცხადა. ბრიტანეთის ექსპრემიერი კონგრესს არ ესწრებოდა, მაგრამ დაადასტურა, რომ თანამდებობას დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 6 სექტემბერს დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ახალი პრემიერი გახდა . მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ჯონსონთან ახალ თანამდებობაზე მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)