|
2022-10-03 11:06:07, 2072 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც თანხვედრაშია „თიბისი“ კაპიტალის ბოლო, სრული 2022 წლისათვის 10.6%-იან საბაზო სცენართან. ამასთან, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი დინამიკა მცირედით, თუმცა მაინც უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა მე-2 კვარტალის საგადასახდელო ბალანსისა და მშპ-ის დანახარჯების მიხედვით გაანგარიშების ამსახველი მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება და საინვესტიციო მოთხოვნის მკვეთრი მატება ეკონომიკის ზრდის მსგავსად, „თიბისი“ კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია. ამავდროულად, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, გრძელდება საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მიგრანტების მზარდი დეპოზიტების შედეგი არაა. არამედ, სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, ბოლო პერიოდში რეზიდენტების მხრიდანაც ვალუტაში მეტად დაზოგვა და ლარში მეტად სესხება იკვეთება. თავისთავად, ეს ლარის კურსისთვის ნეგატიურია, თუმცა, საპირისპიროდ, მას შემდეგ რაც აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია ლარის კურსს ხშირად მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე უფრო მეტადაც კი განსაზღვრავს. როდის შეიძლება ველოდეთ განწყობებში ცვლილებებს? სავარაუდოდ წელსვე, როდესაც ბაზრის მონაწილენი უფრო მეტი რწმუნებით ჩათვლიან, რომ ლარის სეზონური ფაქტორები მის სადღეისო კურსში უკვე წინმსწრებად ასახულია. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ ძლიერი საინვესტიციო მოთხოვნა, უცხოურ ვალუტაში მეტი ბიზნეს სესხის გაცემას ნიშნავს, ვინაიდან გრძელვადიანი ბიზნეს პროექტების დაფინანსება სწორედ პრაქტიკულად მთლიანად უცხოურ ვალუტაშია. ასევე, „თიბისი“ კაპიტალის მოსაზრებით, რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები დოლარის დეპოზიტებზე მათი თუნდაც ნაწილის გახარჯვას განაპირობებს, რაც როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე ლარის კურსის კუთხით თავისთავად პოზიტივია. გაეცანით „თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



