|
2022-10-01 12:43:47, 1462 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი სოციალური საწარმო ,,ჩუ"- ს მხარდამჭერია
30 სექტემბერს, რედისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (ჩშღDG) ორგანიზებით სოციალური საწარმოების, ორდღიანი, რიგით მესამე B2B გამოფენა გაიხსნა. 47-მა სოციალურმა საწარმომ, საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია წარუდგინა. ლიბერთი აგრძელებს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში კომპანიების და ინიციატივების მხარდაჭერას. ბანკი, B2B გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც სოციალური საწარმოს - "ჩუს" მხარდამჭერი. "ლიბერთი მხარს უჭერს კომპანია „ჩუს", რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. მივესალმებით იდეას, რომელიც ხელს უწყობს სმენის შეზღუდვის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ჟესტური ენის პოპულარიზაციას. ლიბერთი ერთი წელია მუშაობს შშმ პირების მისაწვდომობის პროექტზე, რომლის მიზანია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბანკის სერვისებით თანაბრად სარგებლობა და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვა. ვფიქრობთ, ამ თამაშით ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს გაიგოს და ისწავლოს ჟესტური ენა. ლიბერთი წარმატებას უსურვებს "ჩუს" მომავალ ბიზნეს საქმიანობაში." - ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ჩშღDG-ის ორგანიზებით გამართული B2B გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოციალური საწარმო ,,ჩუ" 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ინკლუზიური სამაგიდო თამაშების მეშვეობით. სამაგიდო თამაში ,,ჩუ" ჟესტურ ენაზეა აგებული და მოთამაშეებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ამ ენას.აღნიშნულმა საწარმომ, გარემოსდაცვით სოციალურ საწარმო 7ღ-თან თანამშრომლობით ასევე ახალი თამაში ,,ერთი-ერთში" შექმნა. თამაში თვალახვეული ითამაშება და მოთამაშეებს საინტერესო გამოცდილების მიღების და ახალი უნარის განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროდუქტი ეკომეგობრულია და ტექსტილის ნარჩენების ხელახალი გამოყენების შედეგადაა შექმნილი.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)