10:40 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 18:19:33, 722 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - 2023 წელს მნიშვნელოვან თანხებს ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად

2023 წელს მნიშვნელოვან თანხებს ვითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი პასუხობს, როგორც სოციალური ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მიმართულია მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე.

„ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი არის საკმაოდ დაბალანსებული და უზრუნველყოფს პასუხი გასცეს იმ სოციალური ვალდებულების შესრულებას, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. ასევე, ბიუჯეტი დაბალანსებულია ფისკალურად გამომდინარე იქიდან, რომ გრძელდება ფისკალური დეფიციტის შემცირება და ის განსაზღვრულია 3%-ზე დაბლა, 2.8%-ის ოდენობით, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა გვავალდებულებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი. მათ შორის:

• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი;

• წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 520,0 მლნ ლარამდე;
• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 450,0 მლნ ლარამდე;
• რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი;

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - 590,0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარზე მეტი.

„ბიუჯეტის განხილვის პროცესში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო დეტალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობის სხდომაზე  ვიმსჯელეთ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე, რომელიც ასევე გაზრდილია. იცით, რომ 700 მლნ ლარით არის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილი. აქ გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - ეს არის სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხი და შსს-ს დაფინანსება 27 მილიონი ლარით, რომელიც გათვალისწინებულია ახალი სახანძრო მანქანების დაფინანსებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც სამაშველო ოპერაციების განხორციელება საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ ჩვენს მაშველებს და ვფიქრობ, რომ ეს ახალი შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდება ახალი სახანძრო ავტომობილებისა და ვერტმფრენების შეძენით, მათ გაუადვილებთ იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics