|
2022-09-30 17:16:32, 1497 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - ფისკალური კონსოლიდაცია და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა
ფისკალური კონსოლიდაცია და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა ფისკალური კონსოლიდაციისთვის მთავრობამ გადადგა არაერთი ნაბიჯი და შედეგად, 2023 წელს დაგეგმილია ფისკალური დეფიციტის შემცირება 2,8 პროცენტამდე, ხოლო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს. „როგორც იცით, გასულ წელს ეკონომიკური აქტივობა იყო მაღალი, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.4 პროცენტის ოდენობით. დღეს, გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 8 თვეში ეკონომიკური ზრდა არის 10.3 %, ხოლო აგვისტოს თვეში ზრდა დაფიქსირდა 10.5%-ის ოდენობით, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელსაც ეკონომიკური აქტივობა ძალიან ახლოს იქნება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან. რაც შეეხება მშპ-ის პარამეტრებს - მშპ-ის ზრდა მომდევნო წელს დაგეგმილია 5%-ის ოდენობით და ეს ბიუჯეტში დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით, როგორც ეს გვქონდა გასულ წლებში და მისი კორექტირება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ხდება. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, 2023 წელს მშპ მიაღწევს 80 მლრდ ლარამდე, რაც არის მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში. მშპ-ის მოცულობა, 2020-დან 2023 წლამდე, დაახლოებით, 30 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი, თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება, რაც მაღალი მაჩვენებელია. 2026 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით იქნება, დაახლოებით, 9 500 დოლარი, რაც არის გაზრდილი მაჩვენებელი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)