|
2022-09-30 16:24:05, 2039 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა - „ისინი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ“
მსურს, რომ კიევის და დასავლეთის ხელისუფლებამ მომისმინოს და კარგად გაიგონ - ლუგანსკსა და დონეცკში, ისევე როგორც ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი, ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ, - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. როგორც პუტინმა გამართულ სხდომაზე განაცხადა, ყველა ის ოფიცერი თუ ჯარიკაცი, რომელიც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს დაიღუპა - გმირები არიან. პუტინმა გამოსვლისას რამდენჯერმე დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიერთება, დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ნება-სურვილი იყო. "ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, ისევე როგორც ზაპოროჟიეში ჩატარდა რეფერენდუმი და შედეგები ცნობილია - ხალხმა გააკეთა თავისი ერთმნიშვნელოვანი არჩევანი და დღეს ვაწერთ ხელშეკრულებას ხელს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მივიღებთ ამ ოლქებს და სახალხო რესპუბლიკებს. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ რუსეთის ფედერაციაში ოთხი ახალი სუბიექტის შემოსვლას, იმიტომ რომ ეს მილიონობით ადამიანის ნება და სურვილია. რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, რომელიც გაეროს პირველ პუნქტშია გაწერილი, სადაც ნათქვამია თვითგამორკვევის უფლებაზე ხალხების. ვიმეორებ - ეს ადამიანის განუყოფელ უფლებაა და ისტორიულ კონტექსტშიც გამართლებულია, იმიტომ რომ ჩვენი მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის - ძველი რუსეთიც ოდითგანვე იბრძოდა. მეორე მსოფლიოს დროსაც იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები და ბებიები. ყველა ის ოფიცერო თუ ჯარისკაცი, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროდ დაიღუპა - გმირები არიან. მსურს, რომ კიევის და დასავლეთის ხელისუფლებამ მომისმინოს და კარგად გაიგონ - ლუგანსკსა და დონეცკში, ისევე როგორც ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი, ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ",- განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)