|
2022-09-30 16:23:30, 1609 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ბაჰრეინის გენერალურ პროკურორს ალი ალბუაინაინს შეხვდა. შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბაჰრეინის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ბაჰრეინის გენერალური პროკურორი ალი ალბუაინაინი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. საქართველოს პროკურატურამ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" უმასპინძლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)