2015-01-06 16:17:10, 336 ნახვა
ჩიქოვანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი დაიწვა
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ორსართულიანი სახლი დაიწვა.
როგორც “ექსპრესნიუსს” გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მთლიანად არის დამწვარი, სახლის მეორე სართულის ორი საძინებელი და სახურავი.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან