|
2022-09-30 12:00:03, 1623 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე სინგაპურის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სინგაპურის გენერალურ პროკურორს იუენ კუაი ლუსიენ ვონგს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. შეხვედრას, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გოგაძე, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, სინგაპურის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ჰრი კუმარ ნაირი და სინგაპურის პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს. სინგაპურის გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა. სინგაპურის გენერალური პროკურორი იუენ კუაი ლუსიენ ვონგი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებობდა. საქართველოს პროკურატურამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" უმასპინძლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)