|
2022-09-30 09:19:36, 1947 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონის „დამოუკიდებლობის“ განკარგულებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარების შესახებ, რომელიც კრემლის ვებგვერდზეა გამოქვეყბნებული. „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ვაღიარებ და ვადასტურებ რა ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა",- აღნიშნულია დოკუკენტში, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია უკრაინის რეგიონების ანექსიის აღიარების განზრახვა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. როგორც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი ანექსიას დღეს 15:00 საათზე გამოაცხადებს. ამასთან, მოწვეული იქნება ასევე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაც. ცნობისთვის, 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში "რეფერენდუმები" ჩაატარა, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა". აღსანიშნავია ასევე, რომ პუტინს უკვე აღიარებული აქვს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)