|
2022-09-29 16:43:48, 863 ნახვა
მსოფლიო
Foreign Policy - რუსეთმა ჩრდილოეთ საზღვარზე განლაგებული სამხედრო ძალების 80% უკრაინაში გადაისროლა
რუსეთმა ჩრდილოეთ საზღვარზე განლაგებული სამხედრო ძალების 80% უკრაინაში გადაისროლა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროპის ქვეყნების თავდაცვის უწყებების სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, ბალტიისპირეთისა და ფინეთის საზღვრებზე, რუსული ჯგუფი, დაახლოებით, 30 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შედგებოდა, ჯგუფის 80% კი, შემოდგომში უკრაინაში გაიგზავნა. ნატო-ს საზღვართან, სადაც რუსული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია შეინიშნებოდა, მოსკოვმა მხოლოდ ძირითადი "შემადგენლობის ხერხემალი" დატოვა. ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, სახმელეთო ძალების შემცირება შვიდი თვის განმავლობაში შეინიშნებოდა. „რუსეთს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა აქ სახმელეთო ჯარების განლაგება, რომელიც ახლა პრაქტიკულად უბრალოდ გაქრა“, - ამბობს სამხედრო მაღალჩინოსანი. ამავე დროს, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ფლოტის ზომა თითქმის არ შეცვლილა. გარდა ამისა, რეგიონი რუსეთის საჰაერო ძალების ძლიერ ჯგუფს კვლავაც ინარჩუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)