|
2022-09-29 14:33:43, 899 ნახვა
მსოფლიო
ხვალ პუტინი უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელს მოაწერს
კრემლის განცხადებით, ხვალ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტულ გამოცემა „RIA Novosti“ ავრცელებს. როგორც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი ანექსიას ხვალ 15:00 საათზე გამოაცხადებს. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 სექტემბერს გათავისუფლებული ტერიტორიების მეთაურებს მოსკოვში შეხვდება, როდესაც ისინი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს მოეწერება ხელი“,- განაცხადა პესკოვმა. პესკოვის თქმით, პუტინი ასევე აპირებს მოიწვიოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა. შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)