|
2022-09-28 19:41:12, 1875 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. მისივე თქმით, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. "გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდუმები არის მიწის მიტაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენების შესახებ, არის ესკალაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)