|
2022-09-28 17:07:56, 1585 ნახვა
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორი ევროჯასტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ვიმსჯელეთ უკვე მიმდინარე საერთო საქმეებზე და დავსახეთ ამ საქმეების წარმატებით განვითარების პერსპექტივები. ასევე ვისმჯელეთ მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ჩვენ ვართ ევროჯასტის პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, უკვე არაერთი წარმატებული ერთბლივი საქმე გვაქვს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძლის წინააღმდეგ." - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა. "საქართველოს და საქართველოს პროკურატურის მიღწევები სამართლებრივი თანამშრომლობის მხრივ ფენომენალურია. გასულ წლებში, საქართველომ შეძლო ევროჯასტთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, ევროჯასტში გამოგზავნა მეკავშირე პროკურორი და წვლილი შეიტანა ევროკავშირსა და საქართველოში ჩატარებულ ერთობლივ მასშტაბურ ოპერაციებში. ძალიან მადლიერი ვართ იმ რეალური შედეგების გამო, რომელიც საქართველოს პროკურატურასთან პარტნიორობით მივაღწიეთ", - აღნიშნა ევროჯასტის პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ევროჯასტის პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით იმყოფება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)