|
2022-09-28 15:48:35, 1061 ნახვა
მსოფლიო
დუმის სპიკერი - რუსეთი ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს, საზღვრებზე მიტოვებული მანქანების ბედზე ადგენს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პალატის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ადგენს ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს, მათ მიერ საზღვრებზე მიტოვებული მანქანების ბედზე. " ჩვენ ვადგენთ სიებს, ვინც ახლა მიდის. თქვენ გგონიათ, რომ მიდიან და ვერავინ ხედავს ვინ წავიდა ან რატომ წავიდა? ახლა უკვე ტოვებენ მანქანებს და მერე ფეხით მიდიან, ან ველოსიპედებზე, რომლებიც, როგორც ამბობენ, უკვე მანქანის ფასი აქვს. ჩვენ ასევე უნდა დავფიქრდეთ - ვის მივცეთ ეს ავტომობილები, იქნებ სწორი იყოს იმ ბიჭების ოჯახებისთვის გადაცემა, რომლებიც წავიდნენ სპეციალურ ოპერაციაზე," - განაცხადა ვოლოდინმა. როგორც სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ანდრეი გურულევმა განაცხადა, არსებობს რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის ერთიანი მონაცემთა ბაზა და ვინც გადაკვეთა საზღვარი, აისახება ამ ერთიან ბაზაში "პირველ რიგში, არ არის საჭირო რაიმე სიების შედგენა. არსებობს რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის ერთიანი მონაცემთა ბაზა. ვინც გადაკვეთა საზღვარი, აისახება ამ ერთიან ბაზაში", - განმარტა მან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)