|
2022-09-28 14:58:24, 1055 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - მინიმალური ამოცანაა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ფსევდორეფერენდუმების შემდეგ, ქვეყნის მინიმალური ამოცანა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის სრული განთავისუფლებაა". აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "ყოველ შემთხვევაში, რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტური სიზუსტით, თქვენ იცით, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველა ტერიტორია ჯერ არ არის გათავისუფლებული. საუბარია 2014 წლის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე. ამიტომ, მინიმალური ამოცანაა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. კრემლის მტკიცებით, რუსეთთან შეერთებას მხარი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)