|
2022-09-27 14:59:55, 1203 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ სლოვაკეთის საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა
ჩეხეთის მთავრობამ სლოვაკეთის საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა, რათა ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების შესვლა არ მოხდეს. უწყების ცნობით, არალეგალური მიგრანტების მზარდი რაოდენობა ჩეხეთის საზღვარს კვეთს, რომელთა უმეტესობა ევროკავშირში თურქეთიდან ჩამოსული სირიელები არიან. „რაც ჩვენ განვიცდით არის უპრეცედენტო ვითარება არალეგალური მიგრაციის კუთხით. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სულ 11 000 არალეგალური მიგრანტი დააკავა“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა. მათივე ინფორმაციით, არალეგალურ მიგრაციასთან ერთად მოდის ორგანიზებული დანაშაული, როგორიცაა კონტრაბანდა, რომელიც ასევე ბოლო დროს გაიზარდა. მთავრობას ასევე სურს განიხილოს საკითხი ვიშეგრადის პარტნიორებთან - სლოვაკეთთან, პოლონეთთან, უნგრეთთან - ასევე ავსტრიასთან, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, არალეგალური მიგრაციის ნაკადის წინაშე დგას ავსტრიაც. ”ჩვენ, როგორც (ევროკავშირის საბჭოს) თავმჯდომარე ქვეყანა მოვუწოდებთ ევროკომისიას, მოლაპარაკება გამართოს ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის ევროკავშირის არაწევრებთან,” - დასძინა რაკუშანმა და თქვა, რომ მისი მიზანია მიგრაციის კონტროლის ქვეშ მყოფი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)