|
2022-09-27 12:01:56, 1616 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - დავაკავეთ 2 პირი, რომლებმაც 150 126 ლარის მიწის ნაკვეთები მოტყუებით დაირეგისტრირეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 13 პირის მიმართ დაიწყეს, მათ შორის 2 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)