|
2022-09-27 11:59:47, 1009 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთი - შესაძლოა, 30 სექტემბერს პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ნაწილად გამოაცხადოს
არსებობს შესაძლებლობა, რომ 30 სექტემბერს, პუტინი სიტყვით გამოვა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში და ოფიციალურად გამოაცხადებს "უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთების“ შესახებ,- აღნიშნულის შესახებ ინფორაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათი თქმით, "გაწევრიანების" ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამართლება. „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე რეფერენდუმი 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 21 სეტქემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)