|
2022-09-26 17:29:51, 1378 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი რუსეთის მობილიზაციაზე - კილომეტრიანი რიგები ქვეყნიდან გასასვლელად, მხოლოდ მე-5 დღეს - ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე
ეს ხდება მხოლოდ მე-5 დღეს - ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ არსებულ ვითარებას. პოდოლიაკი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციაში ქვეყნის დატოვების მსურველთა კილომეტრიან რიგებსა და საპროტექსტო აქციებზე. „კილომეტრიანი რიგები ქვეყნიდან გასასვლელად; ხალხი სახლებიდან გაჰყავთ; საპროტესტო აქციები დაიწყო ნაციონალურ რესპუბლიკებში; იყო სროლა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში; ასევე, იყო ათასობით საჩივარი უკანონო გაწვევის, აღჭურვილობისა და სწავლების ნაკლებობის შესახებ. მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)