|
2022-09-26 11:01:13, 1261 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - პუტინმა მობილიზაციაზე ბრძანება იმიტომ გასცა, რომ ის ომს აგებს
პუტინმა უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა მას აჯობეს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა მობილიზაციაზე ბრძანება იმიტომ გასცა, რომ ის ომს აგებს. "მან უკრაინაში შეჭრით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, უკრაინელებმა პუტინს აჯობეს. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას რუსეთის წინააღმდეგ შეტევებში. ვფიქრობ, რომ პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს ძლიერ რეაქციას", - განაცხადა ტრასმა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას. ამასთან, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების „რეფერენდუმები“ ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)