|
2022-09-26 10:44:14, 1317 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს სამოქმედო გეგმა აქვს
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს სამოქმედო გეგმა აქვს, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „სიბიესთან“ ინტერვიუში რუსეთისგან მომავალ ბირთვულ საფრთხეს. ბლინკენის თქმით, "ატომურ იარაღზე უხერხული საუბრის შესაჩერებლად", შეერთებული შტატები რუსეთს როგორც პირადად, ისე საჯაროდ უკვე ესაუბრა. "მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ რიტორიკას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ რუსებთან საჯაროდ და პირადად, რათა შევაჩეროთ ატომურ იარაღზე უხერხული საუბარი", - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანის თქმით, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ შედეგები უმძიმესი იქნება. "ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება - რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რომელიც იყენებს მას, მაგრამ ასევე ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც... ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები გავაერთიანოთ რუსეთზე ზეწოლისთვის. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს“, – უთხრა „სიბიესს" ბლინკენმა და დასძინა, რომ შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ თავი დაიცვას. ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსებს მიმართა. მასში მან არა მხოლოდ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)