|
2022-09-24 11:08:36, 1799 ნახვა
მსოფლიო
მონღოლეთის ექს-პრეზიდენტმა კრემლი ბურიატების, ტუვანების და ყალმიხების მიზანმიმართულ განადგურებაში დაადანაშაულა
მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ცახიაგიინ ელბეგდორჯმა დაადანაშაულა რუსეთი და კრემლი ეროვნული უმცირესობების - ბურიატების, ტუვანების და ყალმიხების - "საზარბაზნე ხორცად" გამოყენებაში. მონღოლეთის ექს-პრეზიდენტმა რომელიც გამოკითხვების მიხედვით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მოუწოდა რუსეთის მცირე ერებს, უარი თქვან ომში მონაწილეობაზე და გაიქცნენ მონღოლეთში, სადაც მათ მიიღებენ "გაშლილი ხელებით". ამ ხალხების ასობით წარმომადგენელი უკრაინასთან ომში უკვე დაიჭრა, ათასობით დაიღუპა, ხაზგასმით აღნიშნა ელბეგდორჟმა. „ნუ ესვრით უკრაინელებს, თქვენს დებსა და ძმებს, ბავშვებსა და მოხუცებს“, - თქვა მან. ამასთან აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი - ბურიატიის სასაზღვრო პუნქტ „კიახტაზე“, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ამ ხალხების წარმომადგენელი მონღოლეთში გადასხვლას ცდილობს. სასაზღვრო პუნქტი კიახტა მდებარეობს ირკუტსკიდან 520 კილომეტრში, ულან-უდიდან 230 კილომეტრში. 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში ტელეგრამის არხმა Kyakhta-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე "დიდი მღელვარება" იყო. 22 სექტემბერს, დილით, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ სასაზღვრო პუნქტზე რიგები არ იყო, ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Eagle.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)