18:14 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 22:23:15, 2079 ნახვა

ომი უკრაინაში
Meduza - მოსკოვში 16 000-მდე ადამიანის მობილიზაციას აპირებენ

რუსეთი, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არმიისთვის 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას აპირებს. - ამის შესაზებ ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედია, Meduza ავრცელებს.

მათივე თქმით, მოსკოვში 16 000-მდე ადამიანის მობილიზაციას აპირებენ. 

"მოსკოვში 16 000-მდე ადამიანის მობილიზაციას აპირებენ. ოპოზიციური მედიის მოპოვებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში აპირებენ 3 200 ადამიანის მობილიზაციას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics