|
2022-09-23 17:29:54, 1433 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად შესაძლოა გამოყენებული იქნას არა მხოლოდ მობილიზაცია, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი
შემოერთებული ტერიტორიების დაცვისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას არა მხოლოდ მობილიზაცია, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლურ ისტაბლიშმენტმა და NATO-ს ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა საკუთარი გზა აირჩია. „21.09.22-ში უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების რეზულტატი:
მაშასადამე, სხვადსხვა გადამდგარი იდიოტები, გენერლის ფორმებში, არ უნდა გვაშინებდნენ ყირიმზე NATO-ს იერიშებზე ლაპარაკით. ჰიპერბგერა გარანტირებულად შეძლებს ევროპასა და აშშ-ში მიზნებზე უფრო სწრაფად მიღწევას. დასავლურ ისტაბლიშმენტმა კი, ზოგადად, NATO-ს ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა საკუთარი გზა აირჩია. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს",- წერს მედვედევი. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას. ამასთან, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების „რეფერენდუმები“ ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)