|
2022-09-23 13:39:02, 1397 ნახვა
მსოფლიო
„რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია“ - ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ს პოლიტიკაზე
ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია, - ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართ. როგორც ლავროვა გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლსას განაცხადა, განსაკუთრებით "ცინიკურია" იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ. "განსაკუთრებით ცინიკურია იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ. ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პერსონალს ამზადებენ, მიზანი აშკარაა, საომარი მოქმედებების მაქსიმალურად გაჭიანურება, რუსეთის დაშლისა და დასუსტების მიზნით. ეს ნიშნავს დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში, ეს მათ მხარედ აქცევს. დაუსჯელი რჩება კოლექტიური კონფლიქტის მიზანმიმართული გაღვივებაც ისე მართალია ბატონებო, თქვენს თავს ხომ არ დასჯით. შეერთებული შტატები და მის მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს 8 წლის განმავლობაში და აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკი მიმართ, ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია" - განაცხადა ლავროვი. გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)