|
2022-09-23 11:09:43, 1533 ნახვა
მსოფლიო
კადიროვი „ფრონტის ხაზზე“ გაგზავნით ემუქრება ყველას, ვინც ომის საწინააღმდეგო აქციას გამართავს
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის განცხადებით, რესპუბლიკაში სამხედრო მობილიზაცია არ განხორციელდება. მედიის ინფორმაციით, კადირომა ოპერატიულ შტაბთან შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინაში, საომარ მოქმედებებში 20 000 ჩეჩენი მონაწილეობდა და რესპუბლიკამ "გეგმას 254%-ით გადააჭარბა", თუმცა ჩეჩნეთის ლიდერი "ფრონტის ხაზზე" გაგზავნით დაემუქრა ყველას, ვინც ომის საწინააღმდეგო მიტინგში მიიღებს მონაწილეობას. კადიროვის თქმით, გროზნოში უკვე სცადა 40-მდე ქალმა ასეთი აქციის გამართვა, რის გამოც, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მტკიცებით, მათი ოჯახის წევრები უკრაინაში უკვე გააგზავნა. შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)