|
2022-09-23 09:54:22, 1310 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტები უკრაინის 4 ოლქში დღეს „რეფერენდუმს” ჩაატარებენ
ოკუპანტი რუსეთი უკრაინის 4 ოლქში დღეს ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "როიტერი" ავრცელებს. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობს. სააგენტო წერს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“ ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი, სამი შეკითხვა იქნება გატანილი ე.წ. რეფერენდუმზე: „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“ ამასთან აღსანიშნავია, რომ ე.წ. "რეფერენდუმის" შედეგებს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები არის პასუხი ზელენსკის მოწოდებაზე - "რუსებმა დატოვონ უკრაინა!''. რეფერენდუმის ჩატარება 23-27 სექტემბერს იგეგმება. ამასთან, 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)