17:15 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 19:03:03, 1888 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - მობილიზაცია ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობას გაზრდის

მობილიზაცია და 300 ათასი ადამიანი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი აქცენტს უფრო ცოცხალ ძალაზე გააკეთებს, ვიდრე ჭურვებზე, რადგან ჭურვი ფული ღირს, ამ ადამიანებს კი პუტინისთვის ფასი არ აქვს.

"მობილიზაცია და 300 ათასი ადამიანი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება. შოიგუს რომ დავუჯეროთ, 6 ათასი დაიღუპა. სრული სიცრუეა. ომი უკრაინის ტერიტორიაზეა, ამიტომ მოტივაცია მაღალი გვაქვს. ომის ინტენსივობა უფრო გაიზრდება. შეიცვლება მეთოდიც. რუსეთი აქცენტს უფრო ცოცხალ ძალაზე გააკეთებს, ვიდრე ჭურვებზე, რადგან ჭურვი ფული ღირს, ამ ადამიანებს კი პუტინისთვის ფასი არ აქვს. რუსეთი თეორიებს თხზავს და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თითოეული რეგიონის დეოკუპაციას მოვახდენთ. ამ ომს სხვა დასასრული არ ექნება. მითი, რომ რუსეთს ყველაზე ძლიერი არამია ჰყავს - დაიმსხვრა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა არ იციან და სტრატეგია არ აქვთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics