|
2022-09-20 11:26:40, 1379 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის
ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბრიტანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, ტრასმა პირველი მოგზაურობის დროს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე მიუთითოს, როგორც მტკიცებულება, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინელ ხალხს პარტნიორების მხარდაჭერით. „ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“,- განაცხადა ტრასმა. შეკითხვაზე თუ რას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისგან, ტრასმა განაცხადა: „ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი - არა“. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი უკრაინის „სამხედრო დონორია“, რომელმაც კიევს 2.3 მილიარდი ფუნტი, ასობით რაკეტა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)