04:47 - 22 Oct, 2026
|
2022-09-20 11:13:36, 907 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი 200 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ერდოღანმა ამის შესახებ PBS-თან ინტერვიუში ისაუბრა. თურქეთის ლიდერმა შეთანხმებას წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა, თუმცა შედგა თუ არა უკვე ტყვეთა გაცვლა, არ დაუკონკრეტებია. „ორასი პატიმარი გაიცვლება მხარეთა შეთანხმების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს. „მე მქონდა გაფართოებული შეხვედრები ვლადიმერ პუტინთან უზბეკეთში. მივხვდი, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ომი. ეს სიტუაცია დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)