|
2022-09-20 10:43:22, 1661 ნახვა
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე მუყასაშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე მუყასაშვილმა გამართა. უწყების ცნობით, პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიება/ჩამორთმევის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ასევე, პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. დოკუმენტი განკუთვნილია საგამოძიებო ორგანოების იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახდენენ მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულების ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების გამოძიებას ან საპროცესო ზედამხედველობას. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები სისტემატურად ხორციელდებოდა. შედეგად, ევროპის საბჭოს Moneyval კომიტეტმა მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა.
სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურში განვითარებულ მოვლენებზე - ბოლქვაძისთვის წასვლა კაციშვილს არ მოუთხოვია, იგი თავად წავიდა
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)