|
2022-09-19 15:04:48, 983 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავებს სიცრუეს უწოდებს
ეს ის სცენარია, რაც იყო ბუჩაში, - რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი იზიუმში აღმოჩენილ 440-ზე მეტი ცხედრის მასიურ საფლავებს სიცრუეს უწოდებს. როგორც პროპაგანდისტული მედია "ინტერფაქსი" წერს, პესკოვმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და დასძინა, რომ უკრაინული მხარე "ყველაფერს ერთი სცენარის მიხედვით აკეთებს". „ეს ის სცენარია, რაც იყო ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს ტყუილია“, - განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე და დაამატა: „რა თქმა უნდა, ჩვენ სიმართლეს დავიცავთ“. შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს. სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას. გარდა ამისა, როგორც გამოცემა Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)