|
2022-09-19 10:37:33, 1253 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა
დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმასციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრელებს. სააგენტოს ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group" ორგანიზებით განხორციელდა. "ტურის ფარგლებში, სტუმრები, ქართლსა და კახეთში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ. ღვინის მწერალ ვიქტორია დასკალის შეფასებით, ქართული ღვინო ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. „ქართული ღვინოებია ქამდეც გამისინჯავს, დამიწერია მასზე, თუმცა, საქართველოში პირველად ვიმყოფები. აქაურობა არაჩვეულერბრივია, ეს არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რაც მე ღვინოში მიყვარს: კულტურა, ისტორია, ლეგენდები, რელიგია. ამაღელვებელი ტურია, მოხიბლული ვარ ყველაფრით, რაც ვნახე; ამ ტურის საუკეთესო ნაწილია იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ამ ღვინოების უკან დგანან; ისტორიის გაცოცხლება და ჩვენთვის გაზიარება. ღვინოები ნამდვილად არაჩვეულებრივია; მე უკვე ვაღიარე, რომ ძალიან მიყვარს ქართული ღვინო, თუმცა მისი საქართველოში დაგემოვნება მეტად განსაკუთრებულია", - აღნიშნა მან. ღვინის ტურის ფარგლებში, ბრიტანელი სტუმრებითვის, თბილისში, სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა, სადაც მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მათგან დიდი ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები მიეღოთ. ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 371 ათასამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



