|
2022-09-18 18:32:40, 1109 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ
მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ,- ასე გამოეხმაურა რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტს. პაპის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ძალიან შოკირებული ვარ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი შეტაკებების გამო. ჩემს სულიერ სიახლოვეს გამოვხატავ გარდაცვლილთა ნათესავებთან და მოვუწოდებ მხარეებს პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ,- განაცხადა პაპმა. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 77 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)