|
2022-09-18 13:44:35, 1647 ნახვა
მსოფლიო
ნენსი პელოსი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით,პელოსის ვიზიტი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მიმდინარეობს და ეს ნაბიჯი დასაფასებელია. „მოგეხსენებათ, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ეტაპი დაიწყო. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე დარტყმა მიაყენეს არა მხოლოდ სომხეთის სასაზღვრო პოზიციებს, არამედ ბევრ დასახლებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლი“, - განაცხადა სიმონიანმა. ამასთან, სიმონიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის, რომელიც 14 სექტემბერს აშშ-ის შუამავლობით იქნა მიღწეული. „როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ კონკრეტულ ქვეყანას, ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ვიზიტი ბრძოლების შემდეგ განხორციელდებოდა. აშშ-ში ვამაყობთ, რომ გარშემორტყმული ვართ პატრიოტი სომხებით, რომლებიც ასევე ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინი ჩვენი ძალა და ჩვენი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან“,- განაცხადა პელოსიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)