|
2022-09-16 11:51:46, 1083 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, სომხეთის მხარეს 135 სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, სომხეთის მხარეს 135 სამხედრო დაიღუპა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მონაცემები ცვალებადია და ეს საბოლოო რიცხვი არ არის. „დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი დადასტურებული მსხვერპლთა რაოდენობა 135-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის. ბევრი დაშავებულია“,- განაცხადა ფაშინიანმა. გარდა ამისა, როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამჟამად ოპერატიული სიტუაცია ფასდება როგორც შედარებით მშვიდი. „გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ წინაშე დასახული ამოცანის შესრულება“,- განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 71 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)